მაია ერისთავი
კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE), აღმასრულებელი დირექტორი
საქართველო
მაია ერისთავი არის კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი საქართველოში. მან ცენტრში მუშაობა 2015 წელს დაიწყო, როგორც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელმა. მაია ერისთავი არის სახელმწიფო-კერძო პარტნიორობისა და კერძო სექტორის ასოციაციების განვითარების ექსპერტი, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს ქართული კერძო სექტორის მოზიდვისა და მობილიზების პროცესში. ბიზნესასოციაციებისა და არაკომერციული სექტორის განვითარება, ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოება და ახალგაზრდების ინტეგრაცია მიეკუთვნება მაია ერისთავის კომპეტენციათა სფეროს.
კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მუშაობამდე მაია ერისთავი აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით წარმოადგენდა საერთაშორისო სავაჭრო პალატას (ICC Georgia). მას აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის AmCham, DLA Piper და თი-ბი-სი ბანკში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება.