ანგუს მაკქეიბი
ანგუს მაკკეიბი ბირმინგემის უნივერსიტეტის სოციალური პოლიტიკის, სოციოლოგიისა და კრიმინოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია. ანგუსს აქვს თემის განვითარების სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება როგორც ქალაქში, ისე პერიფერიულ ზონებში. მისი კვლევითი საქმიანობის სფეროებია: ადგილობრივი თემის ცვლილება, ჯანმრთელობა და დანაშაული, ასევე სათემო განათლება.
2006 წლამდე ანგუსი იყო ბავშვთა ფონდის სახელმწიფო შეფასების პროგრამის საინფორმაციო მენეჯერი და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინტერდისციპლინარული ცენტრის შემფასებელი. ანგუს მაკკეიბი ამჟამად მუშაობს ბირმინგემის უნივერსიტეტის მესამე სექტორის კვლევით ცენტრში და ხელმძღვანელობს პროექტს „რადარს მიღმა“, რომელიც იკვლევს მცირე სათემო ჯგუფებსა და მათ საქმიანობას. ანგუს მაკკეიბი აგრეთვე უძღვება Big Local პროგრამის ეროვნულ მულტიმედია შეფასებას, რომელიც ბრიტანეთის 150 ადგილს მოიცავს და მიზნად ისახავს თემში ცვლილებების ხელშეწყობას. ამ პროექტის შესახებ ფილმები და საქმიანობის ანგარიშები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.ourbiggerstory.com. ანგუსი არის „თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის“ საბჭოს წევრი, „რწმენისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილების“ საპატიო წევრი (გოლდსმითსი, ლონდონის უნივერსიტეტი) და ჩართულია სათემო ორგანიზაციების სწავლება-განვითარების საქმეში ბრიტანეთსა და ევროპაში.
ანგუს მაკკეიბის ბოლო პუბლიკაციები:
მაკკეიბი, ა. და ჰარისი, კ. (2021) სოციალური მედიისა და აქტივიზმის თეორია: სად არის საზოგადოების განვითარება? თემის განვითარების ჟურნალი, ტომი 56, ნომერი 2, გვ. 318–337, https://doi.org/10.1093/cdj/bsz024
მაკკეიბი, ა. და ფილიმორი, ჯ. (რედ.) (2017), სათემო ჯგუფები კონტექსტში, ადგილობრივი აქტივობები და ქმედებები, პოლიტიკის პრესა, ბრისტოლი.
მაკკეიბი, ა., უილსონი, მ. და მაკმილანი, რ. (2017), ადრეული წლების მიღმა, დიდი ლოკალიზაციის მრავალმხრივი მულტიმედია შეფასება. ლოკალური ნდობა, ლონდონის/მესამე სექტორის კვლევითი ცენტრი, ბირმინგემი.
მაკკეიბი, ა. და ჰარისი, კ. (2017) პრობლემა უტოპიაში: თემის მოქმედება და სოციალური მედია (სამუშაო დოკუმენტი140). მესამე სექტორის კვლევითი ცენტრი, ბირმინგემი.