30 იანვარს Meliora 2024-ის პირველი ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს “Meliora” უკვე მეხუთედ ატარებს.

კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული კომპანიებისთვის ჯგუფურ კონსულტაციებს მართავენ, რომლის ფარგლებშიც დაწვრილებით განიხილება კონკურსის მოთხოვნები და პირობები, განაცხადის შევსების წესები და ასევე,  პასუხი გაეცემა ყველა დასმულ შეკითხვას.

პირველი ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 30 იანვარს,  7 თებერვალს და 14 თებერვალს -  12:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.  

კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა - https://bit.ly/MelioraMeeting1

რეგისტრაციის შემდგომ თქვენ გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული. 

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 თებერვალი.