მიხალ კისა

ფონდი Pontis-ის თანა-დირექტორი/ Business Leaders Forum - ის სტრატეგიული მრჩეველი

ბრატისლავა, სლოვაკეთი

 

მიხალი არის ფონდი Pontis-ის თანა-დირექტორი და ასევე სლოვაკეთის „ბიზნეს ლიდერთა ფორუმის“ (BLF Slovakia) სტრატეგიული მრჩეველი. „ბიზნეს ლიდერთა ფორუმი“ სლოვაკეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ორიენტირებულია ქვეყანაში პასუხისმგებელი ბიზნესის პრინციპების გავრცელებაზე. მიხალი 4 წლის განმავლობაში ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ბოლო 16წლის მანძილზე მიხალი თავის საქმიანობით ხელს უწყობს კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის  პრინციპების დანერგვას სლოვაკურ კომპანიებში და საჯარო ინსტიტუტებში, ამასთანავე ფასილიტაციას უწევს  სექტორთა შორის პარტნიორობას. იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა პუბლიკაციებისა თუ ტრეინინგ პროგრამების შექმნაში, როგორიცაა, მაგალითად, "როგორ ვიყოთ წარმატებული? აწარმოე ეთიკური ბიზნესი!",   ელექტრონული სასწავლო კურსი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდამჭერი ნაციონალური სტრატეგიის ჩარჩო პოლიტიკა.  ასევე მონაწილეობდა სლოვაკეთში გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) ანგარიშგების სახელმძღვანელო მითითებების შემოღების და დამკვიდრებაში.

მიხალი კონსულტაციას უწევდა სლოვაკეთში მოქმედ უმსხვილეს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, როგორიცაა:  Slovak Telekom, dm drogerie markt, Orange Slovensko, VÚB banka, Slovnaft, New World Resources, Accenture, Západoslovenská energetika - CSR სტრატეგიის შედგენის, CSR ანგარიშების, დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგისა და აუდიტის საკითხებზე.

ის აგრეთვე 9 წლის განმავლობაში პასუხისმგებელი იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური CSR ღონისძიების CEE CSR Summit-ის ორგანიზებაზე.

მიხალი არის პოლიტიკური მეცნიერებებისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრი.