იზრუნე მომავალზე
ფონდი „ნატახტარი“ ზრუნავს მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებზე და ეხმარება მათ როგორც დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში, ისე სრულწლოვანების ასაკის შესრულების შემდგომაც, როცა უწევთ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვება.
საზოგადოების განვითარება – მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და პროფესიული განვითარების პროგრამა
პროექტი დაიწყო 2018 წლის აპრილში და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს მისცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
საზოგადოების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა/წახალისება – საგრანტო კონკურსი მეწარმეობის თემაზე
„საქართველოს ბანკი“ უკვე მეხუთე წელია აქტიურად უჭერს მხარს სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს