საქართველოს ბანკი
საზოგადოების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერა-წახალისებისთვის „საქართველოს ბანკმა“, ფონდ „სიცოცხლის ხესთან“ თანამშრომლობით, 2017-2018 წლებში გამოაცხადა 2 საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა სოციალური საწარმოს ფორმატის პროექტების დაფინანსება და ამით გარემოსდაცვითი, საგანმანათლებლო და სოციალური საკითხების მოგვარების, შშმ პირების დასაქმების და სოცმეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა. საკონკურსო პროექტებს აფასებს და არჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
2017-2018 წლის კონკურსების შედეგად, ჯამურად, 400,000 ლარით დაფინანსდა სოციალური საწარმოს 10 პროექტი, რომლებშიც 15 შშმ პირი დასაქმდა. დაფინანსებული საწარმოების
ნაწილი უკვე ამოქმედდა, დარჩენილი ნაწილი კი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
„საქართველოს ბანკი“ აქტიურადაა ჩართული კონკურსის დაგეგმვასა და საორგანიზაციო საქმიანობაში, ავრცელებს ინფორმაციას, აწყობს ღია კარის დღეებს, კონკურსანტებს სთავაზობს ტრენინგებს და პრობონო დახმარებას; აწარმოებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს, შემსრულებელ ორგანიზაციებთან ერთად ზრუნავს მიღწეული შედეგების გრძელვადიან შენარჩუნებაზე.
დღეისათვის „საქართველოს ბანკმა“ ფონდ „სიცოცხლის ხესთან“ პარტნიორობით, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი სოციალური, საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და ინოვაციური პროექტი განახორციელა, რომელთა უმრავლესობის შერჩევა საგრანტო კონკურსების მეშვეობით მოხდა.