RETAIL GROUP GEORGIA

დღევანდელ საქართველოში, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდებს სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან მცირე შანსი აქვთ იპოვონ სამუშაო, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. პროექტის მიზანი იყო ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილის შეტანა და ამ საკითხისათვის სხვა კომპანიების ყურადღების მიპყრობა. ამ მიზნით კომპანია დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციას „ახალი ცხოვრების შანსი“, რომელიც სწორედ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებთან მუშაობს. მათთან ერთად, ინტერვიუების საფუძველზე, შეირჩა 6 მზრუნველობამოკლებული მოზარდი, რომლებიც სტაჟიორებად აიყვანეს მაღაზიებში, კონსულტანტებად, და ადგილზე შეასწავლეს მაღაზიის საქმიანობისა და მომსახურების ძირითადი პრინციპები. პროექტის ბენეფიციარები იღებენ ხელფასსა და წამახალისებელ საჩუქრებს. რამდენიმეთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ ისინი ჩაერთვებიან კომპანიის პროფესიული განვითარების ერთწლიან პროგრამაში და 6 მოდულში გაივლიან ტრენინგებს.

პროექტმა კომპანიას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი: სამუშაო გუნდს შეუერთდა რამდენიმე მოტივირებული, ნიჭიერი ახალგაზრდა, პროგრამაში მონაწილეობის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა კომპანიის თანამშრომელთა ენთუზიაზმი და კომპანიის მიმართ ლოიალობა; პარტნიორ სამოქალაქო ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა გრძელვადიანი ურთიერთობა.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია: „ააიპ ცხოვრების შანსი“

 

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია, რაც ნიშნავს გვწამდეს, რომ შეგვიძლია ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და ვთვლიდეთ ამას ჩვენს ყოველდღიურ ვალდებულებად“.

ჯიმ მაკნიკოლასი
დირექტორი