თანამშრომლების განვითარების პროგრამა
(მცირე და საშუალო ზომის კომპანია)
თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების პროგრამა კომპანიაში ოფიციალურად 2017 წლიდან დაიწყო და უკვე მიიღო სისტემური, მუდმივი ხასიათი. პროგრამის მიზანია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამის განხორციელებით კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.
„გროს ენერჯი ჯგუფის“ თანამშრომელთა განვითარება და პროფესიული განვითარება
პროექტის მიზანია თანამშრომელთა სწავლება/განვითარება, რისთვისაც შემუშავდა სამეტაპიანი გეგმა: ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, პრობლემების გაანალიზება და მათი გამოსწორების გზების დადგენა.
პროექტი”მოქნილი სამუშაო გრაფიკი”
პროექტი მიზნად ისახავს კომპანიაში დანერგოს მოქნილი სამუშაო გრაფიკის პრაქტიკა და ხელი შეუწყოს თანამშრომლებს კარიერული და პირადი, ოჯახური მოთხოვნების წარმატებით შეთავსებაში.
პროფესიული განათლება და განვითარება
პროექტის მიზანია ენერგეტიკული დარგის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და მათი დასაქმება. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკულ დარგში პროფესიონალთა ნაკლებობაა ასაკობრივ ჭრილში. კერძოდ, იკვეთება ასაკიანი პროფესიონალების ახალგაზრდა კადრებით ჩანაცვლების დეფიციტი. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა ახალგაზრდებში გააღვივოს ინტერესი დარგის მიმართ და დაინტერესების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი დასაქმება
თანაბარი შესაძლებლობები და ინკლუზია სამუშაო ადგილზე
2017 წლიდან კომპანიაში მიმდინარე პროექტი ხელს უწყობს შშმ პირების დასაქმებას და მათ ინტეგრაციას როგორც სამუშაო, ისე სოციალურ გარემოში. დასაქმების პროგრამაში კომპანიის ჩართვა მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში.
კორპორაციული ღირებულებების დანერგვა – ღირებულებები მოქმედებს
2016 წლიდან კომპანიაში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანია ორგანიზაციაში კორპორაციული ღირებულებების დანერგვით ხელი შეეწყოს ცვლილებების მიმართ ღია და მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული კულტურის დამკვიდრებას.
უწყვეტი განათლების კულტურის დანერგვა
თანამშრომლებზე დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიაში არსებულ სასწავლო ინსტრუმენტებსა და რესურსებს ისინი სათანადოდ არ გამოიყენებენ. ამ ხარვეზი გამოსასწორებლად შეიქმნა პროექტი, რომლის მიზანია თანამშრომლების განვითარება და განათლება არსებული სასწავლო რესურსების პოპულარიზაციისა და სამომავლო უნარჩვევების განვითარების პლატფორმის შექმნის გზით.
პროექტი მოქნილი სამუშაო პირობები
ორგანიზაციული სიჯანსაღის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის დისბალანსია. შემუშავდა პროექტი, რომლის მიზანია თანამშრომელთა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის მიღწევა, შრომის ნაყოფიერების, სამუშაოთი კმაყოფილებისა და მოტივაციის გაზრდა.
ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პროგრამა
„პეპსიკოს“ სტრატეგიის „Performance with Purpose“ ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება თანამშრომელთა კეთილდღეობის შეფასება. 2015-2016 წლების კვლევებმა აჩვენა, რომ საჭირო იყო თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ყურადღების მიქცევა. შეიქმნა პროექტი, რომლის მიზანია თანამშრომელთა კეთილდღეობის გაუმჯობესება და პრევენციულ ჯანდაცვაზე მათი ცნობიერების გაზრდა.
თიბისი აკადემია
2011 წლიდან მიმდინარე პროექტი „თიბისი აკადემია“ არის საგანმანათლებლო კურსებისერთგვარი პლატფორმა, რომელიც ემსახურება თანამშრომლების კარიერული განვითარების დამატებითი პერსპექტივების შექმნას.
თიბისელები თიბისელებისთვის
„თიბისელები თიბისელებისთვის“ არის სპეციალური ფონდი, რომელიც დაარსდა2009 წელს. ფონდში „თიბისი ბანკის“ თანამშრომლები ყოველთვიურად ხელფასის 1-2%-ს რიცხავენ და ამგვარად უზრუნველყოფენ თანხის შეგროვებას, რომელიც ისევ თანამშრომლებსა და მათ უახლოეს ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, და-ძმა) ხმარდება რთული სამედიცინო პრობლემების ან ოჯახის წევრების საზღვარგარეთ გარდაცვალების შემთხვევაში.
მრავალშვილიანი თანამშრომლების მხარდაჭერა
2013 წელს, „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის ინიციატივით, დაარსდა „მრავალშვილიანი თიბისელების კლუბი“. კლუბის მიზანია ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოსა და სამუშაო პირობების შექმნის გზით.
ხალხის პოლიტიკა
პროექტ „ხალხის პოლიტიკის“ მიზანია თანამშრომლებისათვის კომფორტული და ჯანსაღი გარემოს შექმნა და მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დოკუმენტი „ხალხის პოლიტიკა“, სადაც განხილულია ის ქმედებები, რაც შეაძლებინებს დასაქმებულს, თავიდან აიცილოს სამუშაო ადგილებზე ადამიანის უფლებების დარღვევის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის, სექსუალური ძალადობის, სოციალური პაკეტის არქონისა და სხვა პრობლემები.
აანთე იდეა
პროექტის „აანთე იდეა“ მიზანია ჰოლდინგში აღმოაჩინოს შემოქმედებითი, მონდომებული თანამშრომლები და შესაძლებლობა მისცეს მათ წარმოაჩინონ საკუთარი უნარები, მონაწილეობა მიიღონ ახალი პროექტების შექმნასა და განვითარებაში.
PD CARD – პერსონალის განვითარების ბარათი
„პალიტრა მედია ჰოლდინგში“ თანამშრომლებისთვის საგანგებოდ არის შექმნილი პერსონალის განვითარების განსხვავებული სისტემა, რომლის მიზანია თანამშრომლებმა თავად დაგეგმონ ორგანიზაციაში საკუთარი სწავლისა და განვითარების საფეხურები.
IBT შიდა ბიზნესტრენერების პროგრამა
კომპანია „ალდაგში“ განხორციელდა პროექტი, რომლის მიზანი იყო თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისათვის არამატერიალური მოტივაციის ძლიერი ინსტრუმენტის დანერგვა.
ოფისი თამბაქოს გარეშე
პროექტის მიზანია თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. პროექტი ეხმარება კორპორაციის თანამშრომლებს თავი დაანებონ სიგარეტის მოწევას.
LEARNING.BOG.GE
პროექტის მიზანია თანამშრომლების პროფესიული და პიროვნული განვითარება, მათი და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.
“ერთად უკეთესია” – ნიჭიერი თანამშრომლების განათლების ხელშეწყობის სასტიპენდიო პროგრამა
2018 წლიდან „სპარში“ დაიწყო თანამშრომელი სტუდენტების ხელშეწყობის საპილოტე პროექტი, რომლის მიზანია კადრების განვითარება და თანამშრომელთა ლოიალობის გაზრდა.
წარმატების ფორმულა
პროექტის მიზანი იყო თანამშრომელთა კეთილგანწყობის მოპოვება და კონკურენტუნარიანი დამსაქმებლის სტატუსის შენარჩუნება. პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წელს, დღეისათვის დანერგილია ძირითადი სტანდარტები, თუმცა თანამშრომელთა წახალისების მიზნით სიახლეების შეთავაზება მომავალშიც გაგრძელდება.
დასაქმების პროგრამა
საქართველოში 30 წელს გადაცილებული, განათლებისა და გამოცდილების არმქონე ადამიანებისათვის დასაქმება მწვავე პრობლემაა. არაერთი კვლევის მიხედვით, ამ სოციალურ კატეგორიაში დასაქმების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ჯიპიაი ჰოლდინგის პროექტის მიზანი იყო უმუშევრობის დაძლევა და ქალთა როლის გაძლიერება.
უსაფრთხოების კვირეული
პროექტი „უსაფრთხოების კვირეული“ ხორციელდება 2014 წლიდან და მისი მიზანია თანამშრომლებმა კარგად გააცნობიერონ შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების მნიშვნელობ და მათი დაცვის აუცილებლობა.