პალიტრა მედია ჰოლდინგი
2018 წლის მაისში პროექტის ფარგლებში შეიქმნა PD Card-ი, რომლის მფლობელიც ავტომატურად ხდება პალიტრის აკადემიის სტუდენტი, რაც გულისხმობს უფასო მონაწილეობას სხვადასხვა ტრენინგში, საჯარო ლექციასა და მასტერკლასში. პროექტის მონაწილეებისათვის შეიქმნა PD ბიბლიოთეკები. თანამშრომლებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად შეარჩიონ და მოუსმინონ მათთვის საინტერესო ტრენინგებს, ვიდეოლექციებს და პრეზენტაციებს. თანამშრომლებს აქტივობების მიხედვით ენიჭებათ ქულები, რომელთა გადაცვლაც შეუძლიათ PD კატალოგის პრიზებზე. პროექტში ჩართულობის ტენდენცია ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო მეტი თანამშრომელი იღებს მონაწილეობას PD Card -ის სხვადასხვა აქტივობაში.