ჰაიდელბერგცემენტი

„უსაფრთხოების კვირეული“ მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას: ტრენინგებსა და პრეზენტაციებს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ახალგაზრდებისათვისაც. კვირეულის ფარგლებში აჯილდოვებენ იმ კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც მთლიანად იცავენ კომპანიის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ჯილდო გადაეცემათ ასევე კომპანიის თანამშრომლებს, რაც ხელს უწყობს თანამშრომელთა წახალისებას შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და ზრდის კომპანიაში ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების კულტურას.

2018 წლის „უსაფრთხოების კვირეული“ მოიცავდა შრომითი უსაფრთხოების საკითხების სწავლებას, ბავშვთა გასართობ, თემატურ ღონისძიებას და თანამშრომელთა დაჯილდოებას ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა: საუკეთესო თანამშრომლები, საუკეთესო მძღოლები ბეტონისა და ცემენტის ქარხნებში, საუკეთესო კონტრაქტორები, საუკეთესო საამქროები, რომლებიც გამოირჩევა სამუშაო ადგილის სისუფთავითა და ორგანიზებით.

ოთხი წლის განმავლობაში პროექტით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, შრომისას მომხდარი ინციდენტების სიხშირის მაჩვენებელმა 2.0-დან 0.6-მდე დაიწია. პროექტის მდგრადობის მთავარი მიზეზი თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევა და სურვილია, რომ მათი სამუშაო გარემო იყოს დაცული და უსაფრთხო.