თიბისი ბანკი
ფონდში თანხის გადარიცხვა ნებაყოფლობითია. ფონდში შეგროვებული თანხების განკარგვისთვის შექმნილია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც 10 წევრისგან შედგება. ისინი უსასყიდლოდ მუშაობენ ფონდის განაცხადების განხილვაზე. ფონდიდან დაფინანსების გაცემა განაცხადის საფუძველზე ხდება. დღემდე ფონდმა 4 მილიონ ლარზე მეტი დახმარება გასცა. 2017 წელს 153 განაცხადი დაფინანსდა, ხოლო გაცემულმა თანხამ 742,547.8 ლარი შეადგინა. 2018 წლის 3 კვარტალში დაფინანსდა 146 განაცხადი, ჯამში 853,924 ლარით. თიბისელებისთვის ფინანსური დახმარება ულიმიტოა, ხოლო ოჯახის წევრებისთვის დაწესებულია გარკვეული ზღვრული თანხები. ფონდმა დააფინანსა ისეთი მძიმე დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა სიმსივნე, ასევე თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ოპერაციები, საზღვარგარეთ გამოკვლევები, რეაბილიტაციის კურსები შშმ პირებისთვის. ფონდის დახმარებით დაახლოებით 50-მა თა- ნამშრომელმა მოიხსნა სათვალე და აქვს თითქმის 100%-იანი მხედველობა.