მერკური თბილისი ძველი ქალაქი
დოკუმენტი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს ყველა საკითხს ვაკანსიის გამოცხადებიდან თანამშრომლის გათავისუფლებამდე ან სამუშაო ადგილის საკუთარი ნებით დატოვებამდე. თავდაპირველი დოკუმენტი შეიქმნა სათავო ოფისში და ახლა მიმდინარეობს მისი ქართული რეალობისთვის მორგება. პროექტის ფარგლებში 2017-2018 წლებში განახლდა და გაუმჯობესდა თანამშრომლების სოციალური პაკეტი, დასაქმდა 2 შშმ პირი, დაფინანსდა 16 თანამშრომლის გარე ტრენინგი. შიდა ტრენინგი გაიარა ყველა თანამშრომელმა. შეიქმნა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით თანამშრომლის კმაყოფილების ანონიმური კითხვარი, რომლის პასუხებიც ავტომატურად იგზავნება სათავო ოფისში და მის მიხედვით ხდება კომპანიის, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებლის, წლიური შეფასება.
„იყო პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი, წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, ამიტომ კომპანია მაქსიმალურად უწყობს ხელს თითოეულ ტალანტს საკუთარი თავის განვითარებასა და რეალიზებაში“.
ერდოღან შაჰინი
გენერალური მენეჯერი