გროს ენერჯი ჯგუფი
ეს გეგმა ხელს შეუწყობს კომპანიაში ინგლისურ ენასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და სამუშაო პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გაუმჯობესებას.
კომპანიის მიზანია ჰყავდეს საუკეთესო, მაღალკვალიფიციური კადრები, ვისაც სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულება შეეძლება. „გროს ენერჯი ჯგუფი“ არის საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია, რომლის კლიენტები და პარტნიორები ხშირად არიან უცხოელები და შესაბამისი დოკუმენტაციაც უცხო ენაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, მზადდება.
არსებული პრობლემების გაანალიზების საფუძველზე კომპანიამ თანამშრომლებს შესთავაზა ინგლისური ენის უფასო კურსები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა (GIS, AutoCad Civil), პირველადი დახმარების პერიოდული ტრენინგი და შრომითი უსაფრთხოების საკითხების თანამშრომელთათვის სწავლება.
პროექტის შედეგად, კომპანიის თანამშრომელთა 95% ინგლისურ ენას საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობს; AutoCadCivil-ის საშუალებით მექანიკური სამუშაო ავტომატიზებული გახდა; GIS-ის შესწავლამ კი თანამშრომლებს ინფორმაციის კომპლექსურად დამუშავების საშუალება მისცა.