თიბისი ბანკი

მრავალშვილიანი თიბისელების კლუბში გაწევრიანებული არიან თანამშრომლები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი. დღეისათვის კლუბში 493 თანამშრომელია. კლუბის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საგანგებოდ მათთვის დაგეგმილ ღონისძიებებში და ისარგებლონ სხვადასხვა ხელშეწყობით. „თიბისიში“ ყოველ წელს იმართება მრავალშვილიან თანამშრომელთა დაჯილდოების ღონისძიება, სადაც მათ სპეციალურად დამზადებული ორდენები გადაეცემათ. კლუბის წევრებს ხშირად იწვევენ ოპერაში, თოჯინების თეატრში და ა.შ. „თიბისი ბანკი“ თანამშრომლებს, რომელთაც მეოთხე ან მეხუთე შვილი შეეძინებათ, საჩუქრად გადასცემს 10 000 ლარს (ჯამში გაცემულია 500,000 ლარი), ხოლო მეექვსე ან შემდეგი შვილის გაჩენისას თანამშრომლებს „თიბისისგან“ 50 000 ლარი გადაეცემათ (ჯამში გაცემულია 250,000 ლარი).

2018 წლის 1 აგვისტოდან მრავალშვილიანი თიბისელებისთვის ძალაში შევიდა 2 ახალი ინიციატივა: მათ შეუძლიათ ისარგებლონ წელიწადში 8 თავისუფალი დღით 4-ის ნაცვლად. ასევე, კლუბის წევრები ყოველწლიურად მიიღებენ დამატებით ბონუსს – ხელფასის 10%-ის ოდენობით.