საქართველოს ბანკი

ბანკი თანამშრომლებს შემდეგ ბენეფიტებს სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა, ასევე ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი/გერი).
- გამონაკლის შემთხვევებში – სადაზღვევო ქეისების დამატებით დაფინანსება.
- ფინანსური დახმარება ოჯახის წევრის მძიმე ავადმყოფობისა და გარდაცვალების შემთხვევაში.
- დამატებითი შვებულებები: day off და ავადმყოფობის გამო (5-5 დღე), სასწავლო შვებულება, დეკრეტული შვებულების 6 თვის ანაზღაურება.
- შვილის შეძენასა და ქორწინებაზე 500-ლარიანი საჩუქარი.
- შეღავათები საკრედიტო მომსახურებაზე, საბანკო-სახელფასო ანგარიშსა და პლასტიკურ ბარათებზე.
- ბანკის ადვოკატების მომსახურება სამართლებრივი დავის შემთხვევაში (2018 წლიდან), ასევე ოჯახის წევრებისათვის (დედ-მამა, და-ძმა, მეუღლე, შვილები).
2017 წელს შეიქმნა ელექტრონული სასწავლო პლატფორმა learning.bog.ge, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაერთონ დისტანციურ და შერეულ სასწავლო მოდულებში. ტრენინგები რეგულარულად ფასდება და, საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესდება. 2018 წლიდან ბანკი თანამშრომლებისათვის სახანძრო უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში:
- მომზადდა 5 ვიდეორგოლი.
- თანამშრომლებმა შეავსეს ტესტი.
- პერიოდულად ტარდება სასწავლო განგაში. პროექტის შედეგები:
- თანამშრომელთა დიდი ნაწილი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით.
- 2017 წ. ბანკმა ფინანსური დახმარება გაუწია/დაასაჩუქრა 700-მდე თანამშრომელი.
- 2017 წ. ჩატარდა 184 ტრენინგი, მონაწილეობა მიიღო 4951 პირმა.
- 2017 წ. დაწინაურდა 1083 თანამშრომელი.

„ჩვენ გვჯერა თანამშრომლების განვითარების პოტენციალის. ჩვენ გვჯერა, რომ ყველას შეგვიძლია მუდმივი განვითარება უწყვეტი სწავლით, ქოუჩინგით და მრავალფეროვანი პასუხისმგებლობებისა და გამოწვევების მქონე ამოცანების შესრულებით“.
კახა კიკნაველიძე
გენერალური დირექტორი