ჯი-თი-ეს ელექტრონიქსი

პროექტის მიზანი იყო თანამშრომელთა კეთილგანწყობის მოპოვება და კონკურენტუნარიანი დამსაქმებლის სტატუსის შენარჩუნება. პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წელს, დღეისათვის დანერგილია ძირითადი სტანდარტები, თუმცა თანამშრომელთა წახალისების მიზნით სიახლეების შეთავაზება მომავალშიც გაგრძელდება. ქვეყანასა და კომპანიაში არსებულმა მოთხოვნებმა განაპირობა კომპანიის მიდგომების შეცვლა.

სპეციალური საკონსულტაციო კომპანიების დახმარებით შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც გაუმჯობესდა როგორც სამუშაო გარემო, ისე სამუშაო პირობები. თანამშრომელთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაინერგა ახალი მიდგომები: შეიცვალა დაზღვევის პირობები, შემოიღეს თანამშრომელთა წახალისების ბონუსსისტემა, დაიწყო თანამშრომელთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა. კომპანია ზრუნავს, რომ დასაქმებულებს არ შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები: გამართულია სახანძრო სისტემა, სავენტილაციო სისტემა, დაცულია ტემპერატურა და ა.შ. პროექტის ფარგლებში თანამშრომელთა სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ საქმიანობაზე 2018 წელს, საერთო ჯამში, 64816.00 ლარი დაიხარჯა.


„ჩვენ მუდმივად ვსწავლობთ და ვაანალიზებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გააუმჯობესო არა მხოლოდ საკუთარი გარემო და პირობები, არამედ იზრუნო სხვა ადამიანებზე, იზრუნო ბუნებაზე და საკუთარი წვლილი შეიტანო ამ კეთილ საქმეში“.
მაია ლალიაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი