თიბისი ბანკი
საბანკო ინდუსტრიის სწრაფმა განვითარებამ საჭირო გახადა ბანკის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება საბანკო დისციპლინებში, ასევე მათი ინფორმირება ბანკში სხვა მიმართულებით მიმდინარე საქმიანობებსა და თანამედროვე ტენდენციებზე. სწორედ „თიბისი აკადემიაში“ ეძლევათ თანამშრომლებს შესაძლებლობა, რომ სამუშაოს პარალელურად, უფასოდ შეისწავლონ სხვადასხვა საბანკო და ბიზნესსაგანი. აკადემიის ლექტორები არიან ბანკის შუა და მაღალი რგოლის თანამშრომლები, ასევე დირექტორთა
საბჭოს წევრები. აკადემიაში თანამშრომლები გადიან შემდეგ კურსებს: ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ცვლილებების მართვა, საკრედიტო რისკები, მარკეტინგული კვლევები და ა.შ. აკადემიის მიმართ თანამშრომელთა დაინტერესება მზარდია. 2011 წლიდან დღემდე აკადემიის კურსი, ჯამში, 542 თანამშრომელმა გაიარა, აქედან 2017-ში – 80-მა, ხოლო 2018-ში – 175-მა თანამშრომელმა. პროექტის ეფექტიანობის და მონაწილეთა კმაყოფილების განსაზღვრის მიზნით შექმნილია ანონიმური ონლაინკვლევის კითხვარი. 2018 წლის შედეგებით, გამოკითხულთა 85% აკადემიის სასწავლო პროცესს უმაღლესი ქულით აფასებს.
„როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკი, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, რომ დადებითი გავლენა მოვახდინოთ ეკონომიკაზე, გარემოზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და ზოგადად, ქვეყანაზე. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არის ყველა თიბისელის და პირადად ჩემი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი“.
ვახტანგ ბუცხრიკიძე
გენერალური დირექტორი