ვიმ-ბილ-დან საქართველო

პროექტი 2017 წელს დაიწყო და მის განსახორციელებლად 20 000 ლარი გამოიყო. შემუშავდა ღონისძიებების გეგმა, რომელიც შევიდა „კეთილდღეობის წლიურ კალენდარში“.

 

დღეისათვის განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
- წლიური სამედიცინო შემოწმებები ადგილზე.
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსება.
- ჯანმრთელობის წლიური შეფასება ონლაინკითხვარის მეშვეობით.
- ოჯახის ექიმის ვიზიტები საწარმოში, კვირაში ორჯერ.
- პრევენციული ჯანდაცვის თაობაზე ცნობიერების ამაღლების სესია ექიმების მონაწილეობით.
- ცნობილი კალათბურთელის – ანატოლი ბოისას მასტერკლასი საწარმოს თანამშრომლებისა და მათი შვილებისათვის.
- ქალი თანამშრომლებისათვის 6-თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მიცემა.
- ონლაინსესიები თემებზე: სტრესის მენეჯმენტი, მჯდომარე ცხოვრების სტილი და პირადი ფინანსების მენეჯმენტი.
- ტრენაჟორებისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა საწარმოს ტერიტორიაზე.
- თანამშრომლების წახალისება სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.
- შეერთება გლობალურ ინიციატივასთან, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების კომპიუტერებზე შემდეგი შინაარსის ტექსტის გამოჩენას: „იჯექი 60 წუთი და იმოძრავე 3 წუთი“.
- შეერთება გლობალურ საქველმოქმედო ინიციატივასთან - „Ready, Step, Move and Give“, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით ითვლის ნაბიჯებს, ეს რაოდენობა კორპორაციას თანხაში გადაჰყავს და ეთიოპიის სკოლებს საკვებით ეხმარება.
- „პეპსიკოს” ჯანსაღი საკვების ყოველდღიურად დარიგება თანამშრომლებისათვის.
- თანამშრომლების გამასპინძლება კომპანიის კაფეტერიაში უფასო ჯანსაღი საკვებით.
- თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის ორგანიზება და თამბაქოსათვის თავის დანებების წლიური გამოწვევის გამოცხადება.
- ყოველთვიური ბიულეტენის გამოშვება რჩევებით ჯანდაცვის საკითხებზე.

შედეგები:
ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებში თანამშრომლების მონაწილეობამ 2017 წ. შეადგინა 45%, ხოლო 2018 წ. – 70% (მაგ., ოჯახის ექიმთან ვიზიტები ძალიან გაიზარდა, 5-მა თანამშრომელმა დაანება თავი მოწევას, თანამშრომლების 60% ჩაერთო ნაბიჯების დათვლის ინიციატივაში). კეთილდღეობის წლიური სერტიფიცირების მიხედვით, კომპანია 2017 წ. საწყისიდან საშუალო საფეხურზე გადავიდა, 2018 წლისათვის კი აპირებს წარჩინების საფეხურზე შეიტანოს განაცხადი.