ვეონი - საქართველო
დიდი კორპორაციებისათვის დამახასიათებელია გართულებული პროცესები, ორგანიზაციული სტრუქტურა და დირექტიული მიდგომები. ამ ფონზე ბიზნესისთვის გამოწვევაა გახდეს უფრო მოქნილი, ეთიკური და ბაზრის მოთხოვნებს მორგებული, რისთვისაც არსებითია, რომ კორპორაციული ღირებულებები არა მხოლოდ ფურცელზე ეწეროს, არამედ რეალურადაც მოქმედებდეს.
პროექტი „ღირებულებები მოქმედებს“ 40 სხვადასხვა ოფისში დასაქმებულ 351 ადამიანს მოიცავს. ტარდება ღირებულებათა კვირეული, თვე ან ბაზრობა, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები: კონკურსები, გუნდის შეკვრის აქტივობები, ვიქტორინები, შეხვედრები და ა.შ. რეგულარულად ტარდება თანამშრომლების მიერ სამუშაო გარემოს შეფასება. გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებით, HR გუნდი განსაზღვრავს გასაუმჯობესებელ სფეროებსა და შესაბამის აქტივობებს. პროექტის დაწყებიდან ერთი წლის თავზე სოციალური შედეგი გაიზომა თანამშრომლების ჩართულობის მაჩვენებლით, რამაც 2017 წლისათვის 65% აჩვენა, ხოლო ღირებულებების აღიარების მაჩვენებელმა, საშუალოდ, 70% შეადგინა.
„კომპანიაში დასაქმებული ადამიანები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ისინი ქმნიან იმ პროდუქტებს და სერვისებს, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს და, საბოლოო ჯამში, სწორედ მათი მეშვეობით იქმნება კომპანიის იმიჯი“.
ანდრეი მალინოვსკი
აღმასრულებელი დირექტორი