ენერგო-პრო ჯორჯია
პროექტი ხორციელდება 2015 წლიდან. პროექტის ფარგლებში მოხდა ახალგაზრდა კადრების მოძიება პროფესიულ სასწავლებლებში და მათი დაინტერესება სექტორით, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით. დღეისათვის კომპანიას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი 13 პროფესიულ კოლეჯთან. სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გადიან კომპანიის ფილიალებში და აქვთ შემდგომი დასაქმების პერსპექტივა.
პროექტის შედეგად გაიზარდა დარგის ცნობადობა ახალგაზრდებში. მოხდა სტუდენტების მოზიდვა სტაჟირების სხვადასხვა პროგრამაში, მათი დატრენინგება და დასაქმება. ასევე, სკოლებში გაიზარდა დარგის მიმართ დაინტერესება. კერძოდ, გახშირდა გაცნობით-შემეცნებითი ექსკურსიები სკოლებიდან. 2017-2018 წლებში თეორიული მეცადინეობა და ექსკურსია ჰიდროელექტროსადგურებში ჩაუტარდა საშუალო სკოლების მაღალი კლასების 1800-მდე მოსწავლეს.
პროექტი არის გრძელვადიანი და მისი ასპექტები და მიმრთულებები მუდმივად განახლდება.