ვიმ-ბილ-დან საქართველო
პროექტის აქტივობებია: სამუშაოს დაწყება-დამთავრების მოქნილი დროის დანერგვა (იმ პირობით, რომ თანამშრომელი სამუშაო ადგილას უნდა იყოს 10:00-დან 17:00 საათამდე). პარასკევის სამუშაო დროის შემოკლება 1.4 საათით (ყოველდღიურად შესვენების 40 წუთამდე შემცირების პირობებში). კვირაში ერთი დღე სახლიდან მუშაობის უფლების მიცემა. განისაზღვრა კომპანიის თანამდებობები, რომელზე მომუშავე პირებსაც შესთავაზეს მოქნილ სამუშაო დღეებზე გადასვლა.
თანამშრომლის სურვილის გარდა, საჭიროა თანამშრომლის ხელმძღვანელი პირის თანხმობა. თანამშრომელთა 35%-მა აირჩია მოქნილი სამუშაო დრო. გამოკითხვებით დადასტურდა, რომ თანამშრომლები კმაყოფილი იყვნენ ამ ინიციატივით. 2018 წ. ოქტომბერში ჩატარდა ორგანიზაციული კლიმატის შესწავლა, რომლის შედეგებიც ნოემბერში იქნება ცნობილი და მოცემული პროექტის ეფექტიანობასაც შეაფასებს.