პალიტრა მედია ჰოლდინგი
პროექტი ხელს შეუწყობს როგორც სტარტაპიდეების განხორციელებას, რომელთა საფუძველზეც შეიქმნება სხვადასხვა ახალი ბიზნესი, ასევე იდეებს, რომლებიც დაეხმარება არსებული პროექტებისა და პროდუქტების განვითარებას. გაზრდის შიდა კორპორაციულ მეწარმეობას და თანამშრომელთა ჩართულობას, რომელთა განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე კომპანია იზრუნებს. პროექტის ფარგლებში თითოეულ თანამშრომელს შეუძლია დაარეგისტრიროს თავისი იდეა საგანგებოდ შექმნილ ვებპორტალზე, დაასაბუთოს ამ იდეის პერსპექტიულობა და მისცეს მას განვითარების შესაძლებლობა. იდეა უნდა აკმაყოფილებდეს 3 მთავარ კრიტერიუმს: უნდა იყოს შემოქმედებითი/ინოვაციური, საჭირო/მნიშვნელოვანი და შესაძლებელი უნდა იყოს მისი განხორციელება. საბოლოოდ ჩამოყალიბებული იდეა მონაწილეობს იდეების ფესტივალში. იდეების ფესტივალი უკვე მეოთხედ ჩატარადა, გამოიკვეთა მრავალფეროვანი და შემოქ- მედებითი იდეები. დაწყების დღიდან მაღალი იყო პროექტში ჩართულობა.
„როდესაც „პალიტრა მედია ჰოლდინგზე“ ვსაუბრობთ, გვახსენდება „ბიბლუსი“, „პალიტრა L,“ რომლებიც საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლებას უწყობს ხელს, რაც თავის კუთხით, უკეთესი მომავლის გარანტია. სწორედ ამ ღირებულებების გამო, თითოეული ჩვენგანისთვის „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ სახლია, სადაც ერთად კეთილ საქმეს ვაკეთებთ“.
ნინო ფეიქრიშვილი
გენერალური დირექტორის მოადგილე