ჯიპიაი ჰოლდინგი

პროექტი 2016-2017 წლებში განხორციელდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დასაქმების სააგენტო „ვორკნეტისა“ და საქართველოს სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მონაწილეობით. პროექტის ბიუჯეტი იყო 300 000 ლარი. კანდიდატთა შერჩევისათვის ჩამოყალიბდა მინიმალური მოთხოვნები და ძირითადი აქცენტი კანდიდატის მოტივაციაზე კეთდებოდა. ჩატარდა ფართო საინფორმაციო კამპანია, სამიზნეს წარმოადგენდნენ 35 წელს გადაცილებული პირები საქართველოს 5 ქალაქში, რომლებსაც აღარ ჰქონდათ დასაქმების იმედი და ნაკლებად იყვნენ ინტერნეტის მომხმარებლები. ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მეტროში, სატელევიზიო და რადიოგადაცემების მეშვეობით. ე.წ. „დასაქმების ავტობუსმა“ საქართველოს 7 რეგიონი მოიარა. 5 ქალაქში ჩატარდა დასაქმების ფორუმები.

პროექტი ითვალისწინებდა გადამზადების 6-თვიან, ანაზღაურებად პროგრამას. კომპანიის ძირითადი ბიზნესინტერესი იყო მოტივირებული თანამშრომლების შეძენა, გაყიდვების თანამშრომლების გადინების შეჩერება და საცალო გაყიდვების ზრდა. პროექტის ფარგლებში ჯამში გადამზადება გაიარა 800-მა ადამიანმა, დასაქმდა – 729. ამ ხალხის 80% კომპანიაში წარმატებულ კარიერას აგრძელებს. მათი 87% ქალია, საშუალო ასაკი – 35 წელი. მათი ნაწილი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებია: დევნილები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, სოციალურად დაუცველები.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის სტრატეგიის ნაწილია. ყოველთვის ვცდილობთ სოციალური აქტივობები ჩენს პროდუქტებთან იყოს ბმაში და სარგებელი მოუტანოს როგორც კომპანიას, ასევე საზოგადოებას“.
პაატა ლომაძე
გენერალური დირექტორი