ვენდისი და დანქინ დონატსი

პროექტის დაწყებას წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ახალი თანამშრომლებისთვის სამუშაო გარემოს მომზადება. შემდეგ იყო სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრები და მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენა. შერჩეული კანდიდატები კომპანიაში დასაქმდნენ სტაჟირების შემდგომ.

ამჟამად „ვენდისსა და დანკინ დონატსში“ დასაქმებულია შშმპ სტატუსის მქონე 6 ადამიანი. რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო შშმ პირების დასაქმება რესტორნებში, პროექტმა კი შექმნა წარმატებული პრეცედენტი, რაც მაგალითის მიმცემი გახდა სხვა კომპანიებისთვისაც. ინკლუზიურმა გარემომ ასევე პოზიტიურად იმოქმედა თანამშრომელთა გუნდის მოტივაციაზე. დღეს კომპანია მუშაობს „ვისოლ ჯგუფის“ მასშტაბით შშმ პირების სამუშაო ადგილზე ინტეგრაციისა და ჩართულობის ერთიანი პოლიტიკის შექმნაზე.

„ჩვენი კომპანიებისთვის იყო და არის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილზე თანასწორი და შეუზღუდავი შესაძლებლობები. ჩვენი ვალია, ხელი შევუწყოთ და უზრუნველვყოთ მათთვის ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების გამოყენებას და რაც მთავარია, განვითარებას, როგორც პროფესიულს ასე, პიროვნულ ზრდას“.

გიორგი მშვილდაძე

„ვენდის“ - დირექტორი
„დანქინ დონატსი“ - გენერალური დირექტორი