დელოიტი და ტუში

პროექტი საშუალებას აძლევს თანამშრომლებს იმუშაონ დისტანციურად ან დროდადრო გადაანაცვლონ სამუშაო საათები, კომპანიის კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად. თანამშრომელთა საჭიროებების შესახებ კომპანიაში ჩატარებული ბოლო გამოკითხვით გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობას ამჯობინებდა, რაც მათ სამუშაოს უფრო ეფექტურს გახდიდა.

ამ შედეგების გათვალისწინებით, 2017 წლის იანვარში დაიწყო პროექტი „მოქნილი სამუშაო გრაფიკი“, რომელიც თავდაპირველად საპილოტე ჯგუფებში (მენეჯმენტის რგოლი) მოსინჯეს და წარმატებით განხორციელების შემდეგ, ივლისიდან, მთელი ოფისის მასშტაბით გავრცელდა. პროექტი ერთ წელზე მეტია ხორციელდება და მისი წარმატების საზომია სამუშაოს მაღალი შედეგები და თანამშრომელთა კმაყოფილება – მათი დადებითი გამოხმაურება და შეფასებები. აქედან გამომდინარე, პროექტმა მიიღო მუდმივი სახე.

„Deloitte-ის წევრი კომპანიები დიდ როლს თამაშობენ მსოფლიო საჯარო პოლიტიკის, ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ ეთიკური ქცევის, მოწინავე განათლების სისტემისა და კულტურის განვითარებას და ვახორციელებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ადვოკატირებას“.
ჯონ რობინსონი
დირექტორი