ფუდმარტი

„სპარის“ ქსელში დღეს 140-მდე მაღაზიაა, სადაც, საქართველოს მასშტაბით, 1800-მდე თანამშრომელია დასაქმებული. დასაქმებულების ძირითადი ნაწილი სტუდენტებისგან შედგება. თანამშრომლების კმაყოფილების რეგულარულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიის ზრდის ტემპიდან გამომდინარე აუცილებელია სტუდენტების მიმართ ლოიალურობის მიზნით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, მათი განათლების ხელშეწყობა.

გამოკვლევის, თანამშრომლების გამოკითხვისა და უნივერსიტეტებთან კონსულტაციების საფუძველზე შეირჩა 3 საუკეთესო სტუდენტი, რომელთაც „სპარი“ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურს გადაუხდის. პროგრამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაღაზიის მენეჯერებში ჩატარებული განმეორებითი კვლევის მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამა წლის ყველაზე პოზიტიურ აქტივობად დასახელდა. შესაბამისად, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტმა სისტემატური ხასიათი მიიღოს. პროექტმა „სპარ ინტერნეიშენელის“ დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რის საფუძველზეც შეიძლება საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსაც ჩაეყაროს საფუძველი.


„ჩვენ ვართ გლობალური ბრენდი „სპარის“ ოჯახის წევრი. „სპარი“ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია 48 ქვეყანაში და სხვადასხვა ქვეყნებში გამოირჩევა სოც. პასუხისმგებლობის კუთხით მასშტაბური პროექტებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამას გრძნობდეს ჩვენი მომხმარებელი და ჩვენთან დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომელი“.
მირანდა მანჯგალაძე
სპარის მმართველი დირექტორი