ვიმ-ბილ-დან საქართველო

ძირითადი ყურადღება ეთმობა შემოქმედებით მიდგომას, დიგიტალურ უნარ-ჩვევებს, კრიტიკულ აზროვნებას, სისხარტესა და მოქნილობას. პროექტის განხორციელება დაიწყო 2018 წლის ივლისში და 1 წლის მანძილზე მოიცავს შემდეგ აქტივობებს:


1. სასწავლო ლაბორატორიის ამუშავება: სასწავლო რესურსების ონლაინპლატფორმა, რომელიც მოიცავს ტექსტურ და ვიდეომასალებს, ბლოგებსა და პუბლიკაციებს.
2.ცოდნის დღეების ჩატარება: არსებული სასწავლო რესურსების წარდგენა თანამშრომლებისათვის და მათთვის ტრენინგების ჩატარება, წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სწავლაზე ორიენტირებული თანამშრომლების გამოვლენა.

დღესდღეობით ჩატარდა 2 ტრენინგი შემოქმედებითი აზროვნებისა და დიგიტალური უნარების სფეროში. 2018-2019 წწ.-ში დაგეგმილია სხვა შინაარსის ტრენინგებიც. გაიმართა 3 „ცოდნის დღე“. ეს ღონისძიება ყოველწლიურად სექტემბერ-ოქტომბრში ჩატარდება. ღონისძიებებმა თანამშრომელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა მათგანმა მიიღო მონაწილეობა.