სამედიცინო კორპორაცია "ევექსი"
პროექტი დაიწყო 2017 წელს, როცა ოფისში აიკრძალა თამბაქოს მოწევა. პროექტით იმ თანამშრომლებს, ვინც გამოთქვა თამბაქოსთვის თავის დანებების სურვილი, საშუალება აქვთ სრულიად უსასყიდლოდ მიიღონ პროფესიონალი ექიმებისა და ფსიქოლოგების დახმარება და მედიკამენტური მკურნალობა. პროექტის მონაწილეებს საშუალება აქვთ ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, 365 დღე წელიწადში, მიიღონ ფსიქოლოგის მხარდაჭერა. პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად და ის თანამშრომლები, რომლებიც წარმატებით ანებებენ თავს მოწევას, კომპანიისგან იღებენ „ჯანსაღ საჩუქრებს“, მაგალითად – სატრენაჟორო დარბაზის 3-თვიან აბონემენტს. პროექტში ჩაერთო 134 თანამშრომელი, მოწევას თავი დაანება 36-მა. პროექტის მთავარი გამოწვევაა ის ფაქტი, რომ ბევრმა თანამშრომელმა მოინდომა თავი დაენებებინა მოწევისთვის, მაგრამ მხოლოდ 27%-მა მოახერხა სრულიად განთავისუფლებულიყო ამ მავნე ჩვევისგან. პროექტი დიდი მოწონებით სარგებლობს თანამშრომლებში და ამდენად, იგეგმება მისი მუდმივად გაგრძელება.
„ჩვენი საქმიანობა რომელიც ადამიანების სიცოცხლეს უკავშირდება, დაფუძნებულია ზრუნვაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ამ კომპონენტს და პასუხობდეს მას“.
ნიკოლოზ გამყრელიძე
გენერალური დირექტორი