ია გაბუნია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

პროგრამის მენეჯერი

 

ია გაბუნია 25 წელია სამოქალაქო და  ბიზნეს სექტორებში მუშაობს. იგი 2005 წლიდან  ხელმძღვანელობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამას სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, რომელიც ქვეყანაში ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას,  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.

ია გაბუნიას პროფესიული საქმიანობა მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას და ამის ხელშემწყობი საარსებო გარემოს ადვოკატირებას; სამოქალაქო აქტივიზმისა  და საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას; სოციალური ანგარიშვალდებულების მხარდაჭერას; სოციალური მეწარმეობის  მდგრადი ეკოსისტემის ადვოკატირებას.

ია 2012 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს ამერიკული სამართლის სკოლის პროგრამასთან (SAL), რომელიც შექმნა აშშ-ის ერთ-ერთმა წამყვანმა სამართლის სკოლამ – ილინოისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლამ. ეს პროგრამა საუკეთესო იურიდიულ განათლებას იძლევა კავკასიის, ბალკანეთის, ცენტრალური აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის  28 ქვეყანაში.

ია გაბუნიას წარჩინებით აქვს დამთავრებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტები; მას ასევე გავლილი აქვს არაერთი სასწავლო და საკვალიფიკაციო პროგრამა შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგისა და შეფასების, ადამიანური რესურსების მართვის სფეროებში.