ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია. 

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 20 თებერვალს დასრულდა და წლევანდელ კონკურსში 59 კომპანია, 86 პროექტით მონაწილეობს. 

მრავალფეროვანი СSR კატეგორიების, ჟიურის წევრებისა  და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით. 

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივამდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
__________

ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და შეაფერხებს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. 

#არარუსულკანონს

#კიევროპას