ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2022“-ის კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს მართავენ, რომლებზეც დაწვრილებით განმარტავენ კონკურსის მოთხოვნებსა და პირობებს, განაცხადის შევსების წესებს, ასევე პასუხს გასცემენ კითხვებს. 

ჯგუფური კონსულტაციები გაიმართება 17 და 27 იანვარს, 12:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. 
 
კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა - bit.ly/3vPvkH8
 
რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული.