ქეთევან (ქეთი) სიდამონიძე
Versatile KS საკონსულტაციოს დამფუძნებელი დირექტორი
საქართველო
ქეთევან (ქეთი) სიდამონიძე DAI Global-ში, USAID საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ხელმძღვანელობდა 23 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიან პროგრამას შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ინოვაციების მიმართულებით. ბოლო სამი წელია, რაც იგი არის ESADE Alumni MBA კლუბის საბჭოს მმართველი წევრი. ქეთი იყო ეროვნული კოორდინატორი/მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ექსპერტი EBRD საქართველოს პროექტში Trade Ready, რომელსაც ახორციელებდა DAI Europe. იგი ასევე იყო აშშ-ის საელჩოს ბიზნესმენტორობის პროგრამის პირველი ნაკადის მენტორი და Versatile KS Consulting-ის დამფუძნებელი დირექტორი. ქეთი ასევე იყო ბუტიკის ტიპის ორი საკონსულტაციო ფირმის პარტნიორი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მთავარი მრჩეველი და USAID-ის EC-LEDS სუფთა ენერგიის პროგრამის კერძო ინვესტიციებისა და ფინანსირების კონსულტანტი.
ქეთი სიდამონიძეს აქვს ESADE ბიზნესსკოლის (ბარსელონა, ესპანეთი) Full-Time MBA ხარისხი (2014 წლის გამოშვება). სწავლის პერიოდში იგი იყო ESADE MBA სტუდენტური ასოციაციის ახალი სტუდენტების დახვედრის კომიტეტის დირექტორი. როგორც ESADE, BBVA და PwC-ის სოციალური მეწარმეობის ინიციატივის Momentum Project-ის კონსულტანტი ესპანეთში, იგი დაეხმარა Grupo Sacendi-ს განმეორებადი მდგრადი ზრდის სტრატეგიის შემუშავებაში, რისი შედეგიც BBVA ბანკისგან 0.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი მიიღეს. ESADE-ის MBA ხარისხის მიღებამდე ქეთი იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი. იგი თითქმის 8 წელი მუშაობდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პროექტების გუნდის ლიდერად/მენეჯერად, ხელმძღვანელობდა USAID-ის მიერ დაფინანსებულ 30-მდე პროექტს, ასევე აშშ-საქართველოს ორ ბიზნესსამიტსა და USDA-ს სავაჭრო და საინვესტიციო მისიას საქართველოში. ქეთევან სიდამონიძე იყო საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი საბჭოს წევრი და www.PRExchange.ge-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი.