დანიის სამეფოს საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია
დანიის სამეფოს საელჩო საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის მხარდამჭერია.
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთობების განმტკიცებისა და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში ამჟამად ორ ინიციატივას ახორციელებს: “სამეზობლო პროგრამა” და “ახალი დემოკრატიის ფონდი”.
საელჩოს ინტერესებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატის ხელშეწყობასა და მწვანე განვითარებას, რაც გარემოზე ზრუნვის პარალელურად, კარგ შესაძლებლობებს ქმნის ვაჭრობის ხელშეწყობის, თანამშრომლობისა და სინერგიისთვის. შესაბამისად, დანიის საელჩოსთვის მნიშვნელოვანია კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშემწყობი ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც არის Meliora.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) კონკურსს Meliora უკვე მეხუთედ ატარებს, განაცხადების მიღება კი 20 თებერვლამდეა შესაძლებელი.
მრავალფეროვანი СSR კატეგორიებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.
კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.