ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეორედ ატარებს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს ‘Meliora’.

შარშან კონკურსში მონაწილეობა 43 კომპანიამ მიიღო. მათ მიერ საკონკურსოდ წარდგენილი 77 პროექტიდან წამყვანმა უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა ყველაზე პასუხისმგებელი და სამაგალითო პროექტები გამოავლინეს.

წელს, ისევე როგორც შარშან, კონკურსი ტარდება, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. Meliora 2019 გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

გვჯერა, რომ კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდება მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყარო.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი 2019 .

რას ნიშნავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)?

Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
Play
previous arrow
next arrow
ArrowArrow
Slider

პარტნიორები

სპონსორები