„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია დაფუძნებულია გაეროს მდგრადი განვითარების 4 მიზანზე, რომელთა შორისაა: შიმშილის აღმოფხვრა, ხარისხიანი განათლება და გენდერული თანასწორობა. პროექტი „აიპიემს ტერმინალი ფოთისთვის“ სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად შეიქმნა.
„ედენა“ სოციალური საწარმოა. „ედენას საელფო“ აერთიანებს 15 ქალს და მხარს უჭერს სხვა ქალებს და ახალგაზრდებს ქ. ონში.
კომპანია BDO-ში დამკვიდრებულია კარგი ტრადიცია – ყოველ მეორე წელს საახალწლოდ საჩუქრებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს, კლიენტებისა და პარტნიორების სახელით, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტისკენ მიმართავენ.
„ნექსია თიეის“, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვს ბიზნესის თითქმის ყველა სფეროსა და ინდუსტრიასთან. შესაბამისად, საფუძვლიანად იცის ბიზნესის საჭიროებები და არაერთ მსხვილ და საშუალო კომპანიას უწევს კონსულტაციას.
პროექტი „აბიტურიენტების კლუბი“ დაიწყო 2022 წლის 5 ნოემბერს და დღემდე მიმდინარეობს.
ჯპს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომპანია, ორიენტირებულია ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესებში, როგორიცაა სპორტი, ფიზიკური აქტივობები, სწორი კვება და სხვა.
კომპანია „ევროსტილის“ ზოგადი პოლიტიკა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებში აქტიურად ჩართვა და ისეთი პროექტების შემუშავება, რომლებიც სასარგებლო იქნება გარემოსა და ადამიანებისთვის.Aამ მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია 2022 წლიდან დღემდე აქტიურად ახორციელებს ორ ძირითად პროექტს – „საქმე, რომლითაც მომავალს ვაშენებთ“ და „წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ“.
საზოგადოების და უმთავრესად ახალგაზრდობის მხარდაჭერა „ეფეს საქართველოს“ დეკლარირებული პრიორიტეტია. 2008 წლიდან კომპანია და მისი სხვადასხვა ბრენდი ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერას.
კავკასიის უნივერსიტეტის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა განათლების გზით, ოკუპირებული აფხაზეთიდან სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის განათლების თანაბარი პირობების შექმნა, აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების რეზისტენტულობის გაზრდა და დანარჩენი საქართველოსთვის მუდმივად იმის შეხსენება, რომ აფხაზეთი საქართველოა.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებს დროულად გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, მისი უდიდესი ნაწილი კი საერთოდ არ არის ექიმთან ნამყოფი.
„შშმ პირებისთვის „ლიბერთი ბანკის“ მისაწვდომობის პროექტის“ მიზანია შშმ პირებისათვის საფინანსო სექტორთან ურთიერთობისას თანაბარი შესაძლებლობებისა და შედეგების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბანკის სერვისების თანაბარ მისაწვდომობას და მხარს უჭერს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვას.
უკრაინის მიმართ რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის საპასუხოდ, „ლივინგსტონმა“ გადაწყვიტა რუსეთის ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ გაყიდვა და შეგროვებული თანხის უკრაინისთვის გადაცემა.
პროექტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც სს „სილქნეტმა“ დააარსა 2018 წელს.
უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. Kკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა მათ ადაპტაციაში და სოციალურ ინტეგრაციაში.
კომპანია „კრისტალი“ მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განვითარების პლატფორმაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალების სამეწარმეო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური აქტიურობის მხარდასაჭერად.
„ფორმულა“ არის კერძო, კომერციული ტელევიზია, რომლის ძირითადი საქმიანობაც მოსახლეობისათვის ინფორმაციის უწყვეტად მიწოდებაა.
პროექტი დაიწყო 2022 წლის 1 ნოემბერს და დასრულდა 2022 წლის 25 დეკემბერს.
„ერთად აღმოვაჩინოთ საქართველო“ არის Hotsale.ge-ს პროექტი, რომელზე მუშაობაც 2022 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
„თეგეტა ჰოლგინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო სფერო.
„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია „ზრუნვა ცვლის სამყაროს“ 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და მიზნად ისახავდა ადამიანების გაერთიანებას და საზოგადოების მხარდაჭერას.
„პეპსიკოს“ უკრაინელ თანამშრომელთა ასობით ოჯახი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. მათი უმრავლესობა დროებით საცხოვრებელს აფარებს თავს და საარსებო რესურსების მწვავე უკმარისობას განიცდის.