გეფა
ჯპს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი კომპანია, ორიენტირებულია ისეთი პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესებში, როგორიცაა სპორტი, ფიზიკური აქტივობები, სწორი კვება და სხვა.
„ჯანსაღი ეზო“ ჯპს-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტია.Mმისი ძირითადი ამოცანაა ბავშვებისა და ახალგაზრდების მასობრივ სპორტში ჩართვა, მათსავე ეზოზე მორგებული სპორტული მოედნების მოწყობით.
პროექტი ასევე ემსახურება ახალგაზრდებისა და ბავშვების დაინტერესებას სპორტით და მათთვის ჯანსაღი ალტერნატივის გაჩენას, ეზოების გალამაზებას და მათი მხრიდან ამ სივრცეების მოვლა/პატრონობის უნარების გამომუშავებას.
„ჯანსაღი ეზოს“ ფარგლებში, თბილისის 4 უბანში (ნუცუბიძის პლატო, ვაკე, საბურთალო, დიდი დიღომი) მოეწყო საკალათბურთო, საფეხბურთო, ფრენბურთის და სხვა სპორტული აქტივობებისთვის სივრცე.
მოედნების გახსნას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ ცნობილი სპორტსმენები. მოსახლეობას ასევე გადაეცა სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.
პროექტი დაიწყო 2021 წელს და მიმდინარეა. 2023 წელს კიდევ 4 სპორტული მოედნის მოწყობა იგეგმება.