ეფეს საქართველო

საზოგადოების და უმთავრესად ახალგაზრდობის მხარდაჭერა „ეფეს საქართველოს“ დეკლარირებული პრიორიტეტია. 2008 წლიდან კომპანია და მისი სხვადასხვა ბრენდი ახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერას. 

ხარისხიანი განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიამ 2021 წლიდან დაიწყო უნივერსიტეტების მხარდაჭერის პროექტი, რომლის ფარგლებშიც კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები უტარებენ სტუდენტებს ლექციებს მარკეტინგის, პიარის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, ლუდის წარმოების ტექნოლოგიების და სხვა საინტერესო თემებზე. უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით „ეფეს საქართველო“ საჯარო ლექციებსაც მართავს, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. 

ახალგაზრდების დასაქმებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლიდან „ეფეს საქართველო“ ახორციელებს ანაზღაურებული სტაჟირების პროგრამას „მომავლის პროექტი“. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პროფესიონალთა გუნდის დახმარებით დაეუფლონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს სხვადასხვა დარგში. ამჟამად ანაზღაურებული სტაჟირების ბენეფიციარი 7 სტუდენტია. 2022 წელს სტაჟირების პროგრამაში 12 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, 4 მათგანი „ეფეს საქართველომ“ დაასაქმა მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსების მართვის და მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტების პოზიციებზე. 

სწორედ განათლების და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა განაპირობებს იმას, რომ ეფეს საქართველო მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის რეპუტაციით სარგებლობს. მომხმარებლები ეფეს საქართველოსადმი ლოიალურები რჩებიან, რადგან კომპანიის პროდუქცია მათთვის პროგრესთან და დადებით გამოცდილებასთან ასოცირდება.