Nexia TA/ნექსია თიეი

„ნექსია თიეის“, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეხება აქვს ბიზნესის თითქმის ყველა სფეროსა და ინდუსტრიასთან. შესაბამისად, საფუძვლიანად იცის ბიზნესის საჭიროებები და არაერთ მსხვილ და საშუალო კომპანიას უწევს კონსულტაციას. 2022 წელს კომპანიამ გადაწყვიტა, ბიზნესის განვითარებისა და მხარდაჭერის მიზნით, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება პროფესიული წრეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა და ფართო აუდიტორიისათვის გაეზიარებინა.

პლატფორმა „Nexia TA Online Trainig“ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას  სხვებს გაუზიაროს საკუთარი პრობლემური მაგალითი და სრულიად უფასოდ მიიღოს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხი დარგის სპეციალისტებისაგან წინასწარ ჩანიშნულ ონლაინვებინარზე.

პროექტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია. მასში 1000-მდე ადამიანია ჩართული. „ნექსია თიეის“ თანამშრომლებმა 300-ზე მეტ დაინტერესებულ ადამიანს გაუწიეს უფასო კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგადასახადო რისკების თავიდან აცილება, გადასახადების დაზოგვა და კანონის შესაბამისი ოპტიმიზაცია, საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების პრინციპები, კრიპტოაქტივობის მოპოვება და მის მიწოდებასთან დაკავშირებული საგადასახადო ასპექტები, საგადასახადო სიახლეების განმარტება და სხვა.