ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“

კომპანია „კრისტალი“ მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსური განვითარების პლატფორმაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალების სამეწარმეო პოტენციალის ზრდისა და ეკონომიკური აქტიურობის მხარდასაჭერად. „კრისტალმა“  2020 წელს დაიწყო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული მასშტაბური პროგრამა „Buzz Georgia/ბაზ-საქართველო“, რომელიც ხორციელდება  USAID YES – Georgia-s და თეთრი სახლის ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივის ფარგლებში და არის ქალთა გაძლიერების ჰოლანდიური საერთაშორისო ქსელისB Global Women-ის პირველი და ერთადერთი წარმომადგენლობა საქართველოში.

„Buzz Georgia/ბაზ-საქართველო“ უნიკალური პლატფორმაა ქალი მეწარმეების პიროვნული ზრდისა და ფინანსურ-სამეწარმეო უნარების განვითარებისთვის. Pპროგრამის მიზანია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქალთა ეკონომიკურ განვითარებასა და მათი ოჯახების კეთილდღეობაზე.

პროგრამა „Buzz Georgia/ბაზ-საქართველო“ თავდაპირველად ითვალისწინებდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგების ჩატარებას საქართველოს სხვადასხვა ადგილას, სატრენინგო მასალებით/ტექნიკით აღჭურვილი მოძრავი ავტობუსის „BUZZ“ მეშვეობით. პანდემიის გამო ტრენინგებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, რამაც პროგრამას უფრო ფართო პლატფორმა გაუხსნა. მისი მეშვეობით საქართველოს რეგიონების ქალაქებიდან თუ სოფლებიდან სხვადასხვა ასაკის მეწარმე თუ მეწარმეობით დაინტერესებული ქალები გაერთიანდნენ.

პირველი ონლაინტრენინგი 2020 წლის ივნისში ჩატარდა. მას შემდეგ 41 შაბათ-კვირის ონლაინსესიას საქართველოს რეგიონებიდან 1300-ზე მეტი ქალი დაესწრო, რომლებიც ერთმანეთს მხარს უჭერენ და საინტერესო ერთობლივ პროექტებს ქმნიან. იმისათვის, რომ ყოველდღიურად და სწრაფად მომხმარიყო ინფორმაციისა თუ საქმიანი წინადადებების გაცვლა, პროექტის დასაწყისშივე სოციალურ ქსელში შეიქმნა დახურული ჯგუფი, რომელშიც ტრენინგების ყველა მონაწილეა გაწევრიანებული. ჯგუფში წევრებს შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის თუ სერვისის შესახებ რეკლამის ან სიახლის განთავსება, რაც საშუალებას იძლევა ბიზნესის შესახებ ცნობადობის და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდის საშუალებას იძლევა.

კოვიდვითარების დარეგულირების შემდეგ რეგიონებში მცხოვრები ქალების ტრენინგები 24 სხვადასხვა ლოკაციაზე ადგილზე შეხვედრებით გაგრძელდა.

ტრენინგების მეშვეობით ერთ თემში მცხოვრებმა ქალებმა ერთმანეთის სამეწარმეო საქმიანობა, პოტენციალი და კერძო მიზნები ახლებურად დაინახეს, რამაც შთააგონა ისინი, რომ რეგიონებში ქალთა გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად საკუთარ თემში შეექმნათ ქალთა ორგანიზაციები.

1300 მონაწილეს შორის შეირჩა 300 განსაკუთრებით აქტიური მონაწილე –B Buzz-ელჩი. მათთვის დამატებით ჩატარდა 10 გასვლითი ტრენინგ-შეხვედრა პერსონალურ და სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში, ფინანსურ დაგეგმვასა და ნეტვორკინგში.

Catada 4 საინფორმაციო გასვლითი ტური რეგიონებში უფრო მეტი ქალის შესაძლებლობების გასაზიარებლად.

2022 წლის მაისში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალ მეწარმეთა ასოციაცია AWE, რომლის საქმიანობა უკავშირდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი ქალი მეწარმეების მობილიზებას სამომავლო თანამშრომლობისა და სამეწარმეო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

Buzz-საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა ნანო ურიათმყოფელმა დააფუძნა სტარტაპი – ქართველი მეწარმეების სასაჩუქრე ყუთი, სადაც გაერთიანებულია 130-ზე მეტი ქალი მეწარმის პროდუქცია.

Buzz-ელჩი ახალგაზრდა მეწარმე ქალების თანამშრომლობა:

  • Buzz-ელჩის დაფუძნებული სახელოსნოH Hippo Velos მიერ ორგანიზებულ ზამთრის ველოშეჯიბრზე გამარჯვებულ მოასპარეზეებს პრიზები მეორეB Buzz-ელჩმა­ – ბრენდ Maisu-ს დამფუძნებელმა გადასცა.
  • Buzz-ელჩ სალომე ნიკურაძის დაფუძნებულ კოსმეტიკური საშუალებების ბრენდ „სულოს“ სოციალური გვერდის მართვასა და რეგიონში პრეზენტაციაში პროექტის ერთ-ერთი ელჩი და სოციალურ კაფე „მეგობრის“ დამფუძნებელი დაეხმარა.
  • B Buzz-ელჩ მეწარმე ქალთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის ჟურნალ Enterpreneur Georgia-ში, სხვადასხვა რუბრიკაში, ქვეყნდება ბიზნესსტატიები Buzz-ელჩი ქალების საქმიანობის შესახებ.