„პეპსიკო საქართველო“/ვიმ-ბილ-დან

„პეპსიკოს“ უკრაინელ თანამშრომელთა ასობით ოჯახი იძულებული იყო დაეტოვებინა ქვეყანა მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. მათი უმრავლესობა დროებით საცხოვრებელს აფარებს თავს და საარსებო რესურსების მწვავე უკმარისობას განიცდის. 

„პეპსიკომ“ გადაწყვიტა წვლილი შეეტანა უკრაინის მოქალაქეთა უსაფრთხო საცხოვრებლით, საკვებით და ყოველდღიური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფაში და აქტივობები ორი ძირითადი მიმართულებით დაგეგმა. 

  • იმ უკრაინულ ოჯახებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოში დარჩენა მათ სამშობლოში გაჩაღებული ომის გამო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის დახმარებით „პეპსიკო“ საკუთარი პროდუქციის მიწოდებით დაეხმარა. 
  • დევნილი უკრაინელი კოლეგების და მათი ოჯახების მხარდამჭერ აქტივობებში „პეპსიკომ“ კომპანიის თანამშრომლებიც ჩართო და მისცა მათ საშუალება საკუთარი წვლილი შეეტანათ განსაცდელში მყოფი ადამიანების დახმარებაში. კერძოდ, მოეწყო „პეპსიკოს“ ბრენდული სუვენირების სიმბოლურ ფასად გაყიდვის აქცია, რომელშიც ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა; ასევე ჩატარდა „პეპსიკოს“ მარათონი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად ყველა მსურველს შეეძლო სიმბოლური საფასურის გადახდა და ამით უკრაინელი კოლეგების მხარდაჭერა. ყველა ამ აქციაში აქტიურად იყო ჩართული „პეპსიკოს“ ხელმძღვანელობაც, ქვეშევრდომთა მონაწილეობის წახალისებისა და მათთვის მაგალითის მიცემის მიზნით. აქციების  შედეგად შეგროვებული თანხა, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, 200-მდე ოჯახს გადაეცა. 

გლობალურად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად „პეპსიკომ“ სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციას 4 მილიონი დოლარი გადასცა.