„თეგეტა ჰოლდინგი“
„თეგეტა ჰოლგინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო სფერო.
კომპანია, ნეტგაზეთთან და იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობით, განათლების წახალისების ორიგინალურ პროექტშია ჩართული. პროექტი საქართველოში პირველი მოგზაური ბიბლიოთეკის, იგივე BOOKMOBILE-ის დახმარებით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში დაცარიელებული ბიბლიოთეკების შევსებას ცდილობს. მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოზარდებს არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე, ამიტომ მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების წახალისება და წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის „მოგზაური ბიბლიოთეკა“ მიზანია რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს კითხვის პოპულარიზაციის პროცესში და მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.
„მოგზაური ბიბლიოთეკის“ სატვირთო მანქანა „თეგეტა თრაქ ენდ ბასისა“ და გერმანელი პარტნიორების თანამშრომლობით შეიქმნა. „თეგეტას“ სახელით ადგილობრივი მკითხველისთვის პერიოდულად საინტერესო შეხვედრები იმართება სხვადასხვა ცნობილ ადამიანთან. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მოიცავს დისკუსიებს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების გარშემო, რომელიც ქალთა გაძლიერებასა და გენდერულ თანასწორობას ეხება.
პროექტი დაიწყო 2022 წელს და ამ ეტაპზე მოიცვა 30-მდე სოფელი, 11 სკოლა და 18 სოფლის ბიბლიოთეკა. „თეგეტა ჰოლდინგის ჩართულობით“, მოგზაური ბიბლიოთეკა ესტუმრა 5-მდე სოფელს და მოიცვა 200-მდე მკითხველი.