ლივინგსტონი (Leavingstone)

უკრაინის მიმართ რუსეთის იმპერიალისტური აგრესიის საპასუხოდ, „ლივინგსტონმა“ გადაწყვიტა რუსეთის ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ გაყიდვა და შეგროვებული თანხის უკრაინისთვის გადაცემა. 

ამ მიზნით კომპანიამ შექმნა პლატფორმა RUSSIAFORSALE.ORG, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აირჩიოს და შეიძინოს რუსეთის რომელიმე რეგიონი NFT სახით და თავის საკუთრებად გამოაცხადოს. პლატფორმაზე მუშაობის პროცესში „ლივინგსტონმა“ შეაგროვა და გააანალიზა რუსეთის ადმინისტრაციული რეგიონების გეოგრაფიული მონაცემები და შექმნა 2443 ხელნაკეთი NFT ნივთი. თითოეული ნივთი უნიკალურია და ანალოგი რეალურ სამყაროში აქვს. თითოეულ NFT-ს აქვს თავისი დასახელება, ფართობი და მინიჭებული აქვს ავთენტური გერბი. კოლექცია ხელმისაწვდომია აგრეთვე NFT Opensea მარკეტზე: https://opensea.io/collection/russiaforsale 

შემოსული თანხების 100% პირდაპირ ერიცხება პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს. თითოეული ტრანზაქცია გამჭვირვალეა, მისი ჩანაწერის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

კამპანია ოფიციალურად 2022 წლის 10 აპრილიდან გაუშვეს. პირველი ორი კვირის შედეგების მიხედვით, კამპანია აქტიურად გაშუქდა ტელეარხების მეშვეობით, გამოჩნდა სხვადასხვა პოპულარული ონლაინგამოცემის 134 სტატიაში, სოციალურ ქსელში გამოიწვია დისკუსიები და, საერთო ჯამში, 2,600,000-მდე ადამიანს მიაწვდინა ხმა. ამ მომენტისთვის შეგროვებულია 7,4 ETH და კამპანია კვლავ გრძელდება. ზოგიერთი NFT ტერიტორია ანონიმურად შეიძინეს თავად რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებმაც ქვეყანა პუტინის რეჟიმის გამო დატოვეს. 

ლივინგსტონი სჯერათ, რომ მყიდველთა ძალისხმევით პროექტს Russia for Sale შეუძლია გააგრძელოს გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობა და უკრაინისთვის აუცილებელი თანხების მოზიდვა.