„თეგეტა ჰოლდინგი“

„თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანია „ზრუნვა ცვლის სამყაროს“ 2021 წლის დეკემბერში დაიწყო და მიზნად ისახავდა ადამიანების გაერთიანებას და საზოგადოების მხარდაჭერას.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა დონაციის პლატფორმა Tegeta.care, რომელიც ისეთ ორგანიზაციებსა და ფონდებს აერთიანებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა თავადაც შეიტანოს წვლილი სხვაზე ზრუნვაში და მარტივი პროცედურებით ჩარიცხოს თანხა არჩეული ორგანიზაციის ანგარიშზე.

პროექტის ფარგლებში „თეგეტამ“ განათლების წახალისების, ქალთა გაძლიერების, თემის ეკონომიკური გაძლიერების და ცნობიერების ამაღლების მიზნით 30-მდე პროექტი განახორციელა. შედეგად, 100-მდე სოციალურმა მეწარმემ აიმაღლა ცნობიერება, განათლების წახალისების პროცესში ჩაერთო 200-ზე მეტი მოზარდი, 30-მდე ქალი პროფესიულად განვითარდა, 500-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო საჭირო საჩუქრები, ქუჩაში მაცხოვრებელ 200-ზე მეტ ცხოველს ჩაუტარდა ჯანმრთელობისათვის აუცილებელი პროცედურები.

ზრუნვის კამპანია პირდაპირ ეხმიანება ჩვენს საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს და ის პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია და 2023 წლიდან კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს საზოგადოებისთვის საჭირო საქმიანობას.