ევროსტილი

კომპანია „ევროსტილის“ ზოგადი პოლიტიკა არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებში აქტიურად ჩართვა და ისეთი პროექტების შემუშავება, რომლებიც სასარგებლო იქნება გარემოსა და ადამიანებისთვის.Aამ მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია 2022 წლიდან დღემდე აქტიურად ახორციელებს ორ ძირითად პროექტს – „საქმე, რომლითაც მომავალს ვაშენებთ“ და „წიგნები მაკულატურის სანაცვლოდ“.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა სამშენებლო რკინის მასალებით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა, კომპანიის თანამშრომლებს კარგად ესმით ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიციის მნიშვნელობა, რომელიც მათი განვითარებისთვის იქნება გამოყენებული.

2021 წელს პროექტის „საქმე, რომლითაც მომავალს ვაშენებთ“ განხორციელება კომპანიის დაბადების დღის აღნიშვნით და ნორიოს ბავშვთა სახლ „ღიპუცებში“ ვიზით დაიწყო. რამდენიმე სტუმრობის შემდეგ უბრალო ვიზიტებმა პროექტის სახე მიიღო, რომლის ძირითადი მიზანი ახალგაზრდების დახმარება და მათი მოტივაციის ამაღლებაა. კომპანია, გარდა საჭირო საჩუქრებისა, სახლის ბენეფიციარებს წელიწადში რამდენიმეჯერ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც უმართავს.

პროექტი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ორგანიზაცია „ბავშვი და სამყაროს“ საშუალებით დგინდება ის საჭიროებები, რაც ბავშვთა სახლში მაცხოვრებლებს აქვთ, ხდება მათი შეძენა და ბენეფიციარებისთვის გადაცემა. K

კულტურულ-საგანმანათლებლო ნაწილში საინტერესო და საჭირო საკითხების დადგენა უშუალოდ ბავშვებთან ხდება. მათთვის საინტერესო თემებზე იმართება არაფორმალური საუბრები და დისკუსიები. ბავშვების სურვილით წავიდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრში.

პროექტის განმავლობაში ბავშვთა სახლს გადაეცა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა – პერსონალური კომპიუტერი, სამუშაო საწერი მაგიდა და სკამი.