ლიბერთი ბანკი
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებს დროულად გაიაროს ექიმთან კონსულტაცია, მისი უდიდესი ნაწილი კი საერთოდ არ არის ექიმთან ნამყოფი. ამის გათვალისწინებით, გაჩნდა პროექტის იდეა, რომ „ლიბერთის“ მობილური ბანკის მანქანების დახმარებით შემოიარონ სოფლები და უფროსი ასაკის მოსახლეობაში სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, ხანდაზმულებს ჩაუტარდეთ გამოკვლევები მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო და ციფრული აპარატურით და ექიმთანაც გაიარონ კონსულტაცია.
„MY DOC მობილური კლინიკა უფროსი თაობის ადამიანებისთვის“ – ლიბერთის ახალი პროექტი, რომელიც უფროსი ასაკის მომხმარებლების საჭიროებებზეა მორგებული, 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა მოძრავმა კლინიკამ MY DOC „ლიბერთის“ ექსპრესმანქანებთან ერთად მოიარა 167 სოფელი და ლიბერთის 1660 მომხმარებელს უფასო სამედიცინო მომსახურება გაუწია –მათ გულსისხლძარღვოვანი და სასუნთქი გზების დაავადებების მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ. დისტანციურ სამედიცინო კონსულტაციებს „ამერიკული ჰოსპიტლის“ ექიმები უზრუნველყოფენ.Yყველა ბენეფიციარს შეუქმნეს ელექტრონული ბარათი, სადაც შეტანილია მათი გამოკვლევების შედეგები.
„ლიბერთის“ თანამშრომლები მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან დამატებითი უსასყიდლო მომსახურების შესახებ. „ლიბერთის“ საკომუნიკაციო სისტემა, SMS სერვისი, მოსახლეობას მობილური კლინიკის მისვლის შესახებ ატყობინებს.