ფორმულა

„ფორმულა“ არის კერძო, კომერციული ტელევიზია, რომლის ძირითადი საქმიანობაც მოსახლეობისათვის ინფორმაციის უწყვეტად მიწოდებაა. მთავარ საქმიანობასთან ერთად კომპანია მუდმივად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს და თავადაც განახორციელოს სხვადასხვა სოციალური აქტივობა. კომპანიის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა განათლებაზე ხელმისაწვდომობაა,  პრობლემა, რომელიც კიდევ უფრო აქტუალური რეგიონებშია.

პროექტის სამიზნე ადგილად შეირჩა წალენჯიხის რაიონი. პროექტის ძირითადი სამიზნე  უნდა ყოფილიყვნენ ახალგაზრდები, ხოლო მიზანი, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის გარდა – ფიზიკური განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დაიგეგმა რამდენიმე  აქტივობა:

  1. ქ. წალენჯიხაში ისტორიული ჭადრაკის სასახლეს რეაბილიტაციისას შეუნარჩუნდა პირვანდელი სახე და ახალი ფუნქციებიც დაემატა – აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით და წიგნებით და შედეგად, გახადა მულტიფუნქციური. ჭადრაკის გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს შეუძლიათ წაიკითხონ წიგნები, მოამზადონ გაკვეთილები და ისარგებლონ კომპიუტერული ტექნიკით.
  2. პრიორიტეტი იყო პროექტის განხორციელება სოფელ ჯვარში, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრიდან საკმაოდაა დაშორებული. ჩატარდა საფეხბურთო სტადიონის აღდგენა/მშენებლობა: შეიცვალა ტრიბუნები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობას, მოსასვენებელ ფლიგელს, საშხაპეებს, დამონტაჟდა გათბობა/გაგრილების და ცხელი წყლის სისტემები. სოფელ ჯვარში საფეხბურთო სკოლაში მეცადინეობაზე მოთხოვნა სამჯერ გაიზარდა და იქ უკვე მეზობელი სოფლებიდან და რიგ შემთხვევებში, წალენჯიხიდანაც კი, დადიან ბავშვები სავარჯიშოდ. სტადიონზე რეგულარულად ვარჯიშობს 125 ბავშვი – ახალ თაობას უკვე აქვს შესაძლებლობა თავისუფალ დროს სპორტით და ფიზიკური აქტივობით დაკავდეს.
  3. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ქალაქ წალენჯიხის ტერენტი გრანელის მუზეუმში დაცული პოეტის საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ხელნაწერები და ჩანახატები წიგნად გამოიცა. „ფორმულას“ მხარდაჭერით გამოიცა წიგნის 1500 ეგზემპლარი, საიდანაც 900 საჩუქრად გადაეცა მუნიციპალიტეტს, ხოლო 600 კომპანიამ პარტნიორებს საჩუქრად გაუგზავნა.