ფართიბასი (Party Bus)

უკრაინა-რუსეთის საომარი მოქმედებების გამო უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. Kკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდა მათ ადაპტაციაში და სოციალურ ინტეგრაციაში. ამ მიზნით, რამდენიმე მიმართულებით განახორციელა აქტივობები. ერთი მხრივ, უკრაინელებს შესთავაზეს საცხოვრებელი და დასაქმება; მეორე მხრივ, უკრაინულ გუნდთან ერთად უკრაინელი ბავშვებისათვის დაიწყეს კამპანია „აჩუქე ღიმილი“. ღონისძიებებში მონაწილე ბავშვების დედებს ჰქონდათ საშუალება გაეცნოთ ერთმანეთი და  მათთვის საკომუნიკაციო პლატფორმა ჩამოყალიბებულიყო. პროექტის განხორციელებაში ჩაერთნენ სხვა სამოქალაქო პირები – მოხალისეები სხვადასხვა ფორმატით. პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა უკრაინის საელჩოს, რომლის წარმომადგენელიც ასევე ესტუმრა ერთ-ერთ ღონისძიებას.

პროექტის მიზანი იყო ბავშვების გახალისება, რათა ფსიქოლოგიური ტრავმა დაევიწყებინათ და პოზიტიური ემოციები მიეღოთ.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 7 ღონისძიება, მონაწილეობა მიიღო 140 უკრაინელმა ბავშვმა.

ბავშვები სხვადასხვა ადგილს ესტუმრენ, მათ შორის, „ექსპერიმენტუმს“, დათვების თავშესაფარს, „მაგემეს“ და სხვა. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში.

პროექტი 2022 წლის მარტში დაიწყო და მაისში დასრულდა.