კომპანიის Fair Trees გუნდი ყოველი წლის სექტემბერში ტრადიციულად ატარებს მკერდის სიმსივნის უფასო, დროულ დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისათვის.
მსოფლიო პანდემიამ საქართველო ბევრი ახალი პრობლემის წინაშე დააყენა, თუმცა განსაკუთრებული გამოწვევები გაუჩნდა ქვეყნის განათლების სისტემას. საყოველთაო საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ონლაინსწავლების რეჟიმზე გადაწყობა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რთული პროცესი იყო. საქართველოს განათლების სისტემაში არსებული პრობლემების და ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სკოლებს და უნივერსიტეტებს არ ჰქონდათ გამოცდილება და გამართული სისტემა მთლიანი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადასაყვანად.
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მრავალი წელია გამოირჩევა საქველმოქმედო პროექტებით. შესაბამისად, Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა საკმაოდ მოკლე დროში დაიგეგმა და განხორციელდა. Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისში კომპანიამ საქველმოქმედო აქტივობების განხორციელება 2020 წლის მარტში დაიწყო, რაც ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„თიბისი დაზღვევამ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის - „თიბისი შენთვის“ - ფარგლებში შექმნა სპეციალური ფონდი კოვიდთან მებრძოლი იმ მედპერსონალის დასახმარებლად, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებში ინფიცირებულებს უშუალოდ მკურნალობდა და პაციენტებთან მჭიდრო კავშირის გამო თავადაც ინფიცირების საფრთხის წინაშე იყო.
კომპანია „იუაის“ მიერ განხორციელებული პროექტის მიზანი ახალგაზრდობის გაძლიერებაა და ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე მიმართულებაა არჩეული: ქალთა გაძლიერება, სტუდენტების ხელშეწყობა, სწავლება და დასაქმება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
„საზოგადოების მხარდაჭერა კარანტინის პირობებში“ მიზნად ისახავდა პანდემიის დროს რამდენიმე სეგმენტის დახმარებას. პროექტმა მოიცვა მოწყვლადი ჯგუფები და ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდნენ პანდემიის წინააღმდეგ.
საზაფხულო კამპანია „მივდივართ საქართველოში“, რომელიც 22 ივლისიდან 10 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, შიდა ტურიზმის მხარდაჭერასა და საქართველოს რეგიონების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. „მივდივართ საქართველოში“ იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ინიციატივა, რომელიც, ტერაგიდების თავგადასავლებით სავსე გზის გავლით, ქვეყნის ოთხი რეგიონის _ რაჭის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს უცნობ ადგილებსა თუ ღირსშესანიშნაობებზე მოგვითხრობდა.
პანდემიის პირველი ტალღის დროს „ჰილტონ ბათუმმა“ გადაწყვიტა აეღო სოციალური პასუხისმგებლობა და დახმარებოდა ხანდაზმულებს, პენსიონერებს, სოციალურად მოწყვლად ადამიანებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
კომპანია Ecohouse არის სამშენებლო კომპანია, რომელიც რამდენიმე წელია საქმიანობს საქართველოს ბაზარზე. Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანიამ, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვის პარალელურად, რათა მაქსიმალურად დაცულ გარემოში გაგრძელებულიყო მუშაობა, გადაწყვიტა წვლილი შეეტანა ქვეყნის დასახმარებლად - აეწყო ე. წ. ცხელების ცენტრი და საჩუქრად გადაეცა იმ კლინიკისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
საქართველოში Covid-19-ის გავრცელების დღიდან „არემჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ადგილობრივი თემის მხარდაჭერა იყო. ამისათვის კომპანიამ დაგეგმა ინიციატივა, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია Covid-19-თან მებრძოლი სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს მათ უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას. პროექტი დაიწყო 2020 წლის 8 ივლისს „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით და გაგრძელდება საჭიროების მიხედვით.
2020 წლის მარტიდან ფონდი „ნატახტარი“ სრულად გადაეწყო პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, რასაც მართავს „ეფეს საქართველო“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი საქართველო“.
პროექტში „საზოგადოების მხარდაჭერა პანდემიის პერიოდში“ „არდი დაზღვევამ“ გამოყო რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება _ თანამშრომლების უსაფრთხოება და სამუშაო პირობები, დაზღვეულებისთვის მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სადაზღვევო მომსახურების შენარჩუნება, დანარჩენ საზოგადოებასა და ექიმებსა თუ სამედიცინო პერსონალზე ზრუნვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება, განსაკუთრებით კი, უფროს თაობაზე ზრუნვა, „ლიბერთის“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მუდმივი პრიორიტეტია და ამდენად, „ლიბერთი ბანკმა“ პანდემიის დასაწყისშივე შექმნა სპეციალური პროექტები, რომლებიც 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი ონლაინსივრცეში.
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა #ლიბერთიგულით პანდემიის პერიოდში დაიბადა და აპრილის თვიდან მის ფარგლებში არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. პროგრამა წარმოადგენს მასშტაბურ კამპანიას, რომელიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, საზოგადოების ყველაზე მეტად დაუცველი და ზრუნვამოკლებული სეგმენტის მხარდაჭერას ითვალისწინებს.
პროექტი „COVID-19-ის პრევენცია“ დაიწყო COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად. ბანკმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საჭიროდ ჩათვალა წვლილი შეეტანა პანდემიასთან ბრძოლაში და მხარი დაეჭირა ჯანდაცვის სფეროსათვის. საქართველოში COVID-19-ის გავრცელება დაიწყო 2020 წლის თებერვლის ბოლოს და მაშინ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო პანდემიისთვის მომზადება.
Covid-19-ის პირველმა ტალღამ ჩვენს ქვეყანაზე სერიოზული ფინანსური და ეკონომიკური გავლენა იქონია. „ფუდმარტი“ პირველივე დღეებიდან აცნობიერებდა უდიდეს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, კომპანია პირველი და ერთადერთია, რომელმაც გამოიჩინა ინიციატივა და დახმარება გაუწია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დარჩენილ მოქალაქეებს, რომლებიც დაგეგმილი საერთაშორისო ფრენების გაუქმების გამო ვერ ახერხებდნენ ქვეყანაში დაბრუნებას და საჭიროებდნენ მყისიერ დახმარებას.
2020 წლის მთავარი გამოწვევის - Covid-19-ის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ემბისიმ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც მომხმარებელთა და საზოგადოების მხარდაჭერის, ისე თანამშრომელთა გაძლიერებისა და დაცვის კუთხით.
კომპანია „ანაგისთვის“ უმნიშვნელოვანესია საზოგადოების კეთილდღეობა და ჯანმრთელობა. კორონავირუსის პირველი შემთხვევების დადასტურებისთანავე შპს „ანაგის“ ქმედებების მიზანი გახდა ქვეყნის დახმარება, რათა დროულად მოხდეს კორონავირუსის დამარცხება, ჰქონდეს საკმაო ფინანსური რესურსი ვირუსთან საბრძოლველად და ასევე, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლას.
2020 წლის მაისში კომპანია „დუთი ფრი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით დახმარებოდა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა. პროექტისთვის კომპანიამ დაამტკიცა ბიუჯეტი 200 000 ლარის ოდენობით.
2020 წლის მარტიდან, COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის გამო, ფონდ „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ პროგრამებში შეჩერდა ჩვეული წესით მომსახურების მიწოდება. ფონდი დაარსებიდან არის კომპანია „იუაის“ ბენეფიციარი და კომპანია მუდამ ინფორმირებულია ფონდის საქმიანობისა და პრობლემების შესახებ. პანდემიის დროს ფონდი ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: განსაკუთებული საჭიროებების მქონე ბავშვთა მდგომარეობა კარანტინის პერიოდში და ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის სამსახურის შენარჩუნება. ამ პრობლემების მოსაგვარებლად 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი, რომელიც ივლისში დასრულდა.
„საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ საცალო ლიზინგის ბრენდმა „ტურბომ“ გადაწყვიტა სხვადასხვა საავადმყოფოს თანამშრომლებს დახმარებოდა მათი ტრანსპორტირების უზრუნველყოფით და ამით შეემსუბუქებინა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული დაძაბულობა.