"IDS ბორჯომი საქართველო“

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ მრავალი წელია გამოირჩევა საქველმოქმედო პროექტებით. შესაბამისად,  Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვა საკმაოდ მოკლე დროში დაიგეგმა და განხორციელდა. Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისში კომპანიამ საქველმოქმედო აქტივობების განხორციელება 2020 წლის მარტში დაიწყო, რაც ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  

ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით, 9 ქალაქის 13 საავადმყოფო კომპანიამ სასმელი წყლით უზრუნველყო. ჯამში, 170 000 ლიტრამდე წყლის მიწოდება მოხდა როგორც საავადმყოფოებისთვის, ასევე Covid-სასტუმროებისა და სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის. თითოეულ საავადმყოფოში კომპანიას ჰყავს საკონტაქტო პირი, რომლისგანაც იღებს ინფორმაციას მედპერსონალის, ადმინისტრაციული თანამშრომლების და პაციენტების შესახებ, რის შემდეგაც განისაზღვრება მისაწოდებელი პროდუქციის რაოდენობა.

კომპანიამ ბორჯომსა და თბილისში მცხოვრებ 1000-ზე მეტ ბენეფიციარს პირველადი საჭიროების შესაძენად 100-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.Bბენეფიცირების შერჩევა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, ბორჯომის მერიასთან და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მოხდა. 

კომპანიამ StopCov ფონდში გადარიცხა 300 000 ლარი.