Rich Metals Group (სს RMG Copper; შპს RMG Gold)
საქართველოში Covid-19-ის გავრცელების დღიდან „არემჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ადგილობრივი თემის მხარდაჭერა იყო. ამისათვის კომპანიამ დაგეგმა ინიციატივა, რომლის განხორციელება მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.
რეგიონში ადგილობრივი თემისთვის „არემჯის“ მხარდაჭერის აქტივობები მოიცავდა: პანდემიის დროს მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური დახმარების გაწევას; ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ჯანმრთელობაზე ზრუნვას; პანდემიის დროს შემოსავლების გარეშე დარჩენილი თემის წარმომადგენლების ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვას; ქვეყნისა და, განსაკუთრებით, საქმიანობის რეგიონში ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერას.
საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის მხარდასაჭერად კომპანიის მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგად, ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტში, მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მოხდა 7 სოფელში მცხოვრები 500-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველადი საჭიროების სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა. კონტრაქტორ კომპანიებსა და სასპონსორო კლუბებში დასაქმებული 200-ზე მეტი ადგილობრივი მოქალაქე ამ დრომდე შეუფერხებლად იღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას. პანდემიის პერიოდში კომპანიამ უწყვეტად განაგრძო სასპონსორო თანხის გადახდა სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო წრეებისა და კლუბებისათვის, მიუხედავად იმისა, აგრძელებენ თუ არა მუშაობას. კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკის და დაბა კაზრეთის ადგილობრივი პოლიკლინიკის გაძლიერება, რათა მოხდეს პანდემიის დროული და ეფექტური მართვა, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის კლინიკისათვის შეიძინეს 3 სასუნთქი აპარატი.
კომპანია აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მხარდასაჭერი მყისიერი და ეფექტური ინიციატივების განხორციელების დაფინანსებაში.